აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხური შეიარაღებული ძალები უნდა განიარაღდეს.
"აზერბაიჯანი იყენებს ზუსტ მართვად საბრძოლო მასალას ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ და, ყველა საშუალებით, თავიდან ირიდებს ზიანს მშვიდობიან მოსახლეობას შორის. აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური წარმოშობის მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანის კონსტიტუციით და საერთაშორისო ვალდებულებებით", - აღნიშნა მან.