პარლამენტმა 84 ხმით დაუჭირა მხარი ქეთევან ჩარკვიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას. ის საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლეა.
ქეთევან ჩარკვიანის უფლებამოსილების ცნობის საკითხი პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილა.