logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ, რომ არ დაუშვან ის კონსპირაცია, რაც ქვეყანას შეარყევს
- +

19 სექტემბერი. 2023. 20:40

"დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაზე დიდი ხანია საუბარი მიდის და ეს ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

 

სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ, რომ არ დაუშვან ის კონსპირაცია, რაც ქვეყანას შეარყევს, დაძაბულობას გადაიყვანს სამოქალაქო, სისხლიანი დაპირისპირების ფორმატში და არ უნდა დაუშვან, რომ სახელმწიფოს ძალის გამოყენება დასჭირდეს, თუკი ეს კონსპირაცია არსებობს, ამაზე უფრო აქტიური და მკაცრი მოქმედებებია საჭირო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

სუსის ინფორმაციით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავენ დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner