logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: 2022 წელს ფიქსირებული ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
- +

19 სექტემბერი. 2023. 20:42

პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, კახა ბექაურმა ComCom-ის გასული წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ტენდენციებიც მიმოიხილა. მისი თქმით, გასულ წელს, ამ ტექნოლოგიის მომხმარებლების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1.080.000 შეადგინა.

 

 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2022 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 70.6 ათასით გაიზარდა.

 

 

ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან, 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი. დანარჩენ სოფლებში კი, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, სრულად ხელმისაწვდომი იქნება” - აღნიშნა კახა ბექაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner