საფრანგეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საფრანგეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის დაწყებას.
"ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს ასეთ ცალმხრივ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც უკვე დაზარალებულია თვეების განმავლობაში უკანონო ბლოკადით. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, მოაგვაროს [კონფლიქტი] მოლაპარაკებების გზით. საფრანგეთი მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას", - ნათქვამია განცხადებაში.