logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: თავად უცხოელი აგენტები ხართ და ვისაც მხარს უჭერთ, თქვენნაირი უცხოელი აგენტებია! მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, რის საშუალებასაც არ მოგცემთ
- +

19 სექტემბერი. 2023. 20:48

"ერთადერთი, ვისაც თქვენ ისეთ თანამდებობებზე, როგორიცაა: ცესკოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი თუ სხვა, შეიძლება მხარი დაუჭიროთ, უცხოელი აგენტები არიან - თუ ვინმე უცხოელი აგენტი არ არის, გამორიცხულია, რომ მხარი დაუჭიროთ - თავად უცხოელი აგენტები ხართ და ერთადერთი, ვისაც მხარს უჭერთ, თქვენნაირი სხვა უცხოელი აგენტებია!," - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, და უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

 

 

ამ განცხადებით კობახიძემ ოპოზიციას საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის დროს უპასუხა.

 

 

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ორი წევრი სათანადო ვადით იმიტომ არ არიან არჩეული, რომ მათ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ყველა არჩევნები სათანადოდ ჩაატარეს. ოპოზიციის მხრიდან მათ მიმართ ნული კრიტიკა იყო, მაგრამ მხარი მაინც არ დაუჭირეს. საერთოდ, რა კონსენსუსზეა საუბარი? აქედან გამომდინარე, ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და არავის მივცეთ საშუალება იმისა, რომ ცესკო, როგორც ეფექტიანი ინსტიტუტი, ვერ შედგეს, რაც თქვენი ინტერესის საგანია. მუდმივად ცდილობთ გახვიდეთ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ინსტიტუტები გაიყვანოთ, რის საშუალებასაც არ მოგცემთ!“, - მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner