logo_geo
eng_logo
რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო ცხინვალის გავლით გზის გახსნის წინადადებით გამოდის
- +

19 სექტემბერი. 2023. 20:53

 

 

ვლადიკავკაზში მიმდინარე რუსულ-ქართულ ბიზნესსაბჭოს სხდომაზე დააყენეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის გავლით გზის გახსნის წინადადება. ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი Грузинская диаспора России (რუსეთის ქართული დიასპორა).

 

მანამდე რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს დელეგაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სტუმრობდა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი და რუსეთში ქართული დიასპორის თავმჯდომარე დავით ცეცხლაძე.

 

ჩრდილოეთ ოსეთში გამგზავრებამდე ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტი „მოიტანს ისტორიულ შედეგს ჩვენი ქვეყნებისთვის და ჩვენი ხალხებისთვის“.

 

მიმდინარე წლის აგვისტოში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა, რომ მოსკოვი „სავსებით მიღწევადად“ მიიჩნევს საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

 

ზემო ლარსის გავლით გზა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია. ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნის ინიციატივით დროდადრო გამოდიან ერევანი, მოსკოვი და ოკუპირებული სოხუმი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner