logo_geo
eng_logo
ერდოღანი: მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, როდის დასრულდება ომი
- +

19 სექტემბერი. 2023. 21:21

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, როდის დასრულდება ომი.

 

 

მე ვერ დავასახელებ ომის დასრულების ვადებს ან ვერ გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება [ომი]. ამის შესახებ მხოლოდ ორივე მხარის ლიდერებს შეუძლიათ გითხრათ“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

 

 

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთის ქვეყნებთან.

 

 

რამდენადაც სანდოა დასავლეთი, ისეთივე [სანდოა] რუსეთიც. ბოლო 50 წელი ჩვენ ევროკავშირის კარებთან ვდგავართ. და ამჟამად რუსეთს ვენდობი. ისევე, როგორც მე ვენდობი დასავლეთს“, - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner