logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტარების ჯგუფი: მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის დღევანდელ წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ თავდასხმას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ
- +

19 სექტემბერი. 2023. 22:39

ევროპარლამენტარების ჯგუფი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, ძირეულად გადახედოს ევროკავშირის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და განიხილოს სანქციების დაწესება აზერბაიჯანში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.

 

 

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრეი კოვატჩევი და ჟელიანა ზოვკო, ნათქვამია, რომ ისინი მკაცრად გმობენ აზერბაიჯანის დღევანდელ წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ თავდასხმას მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ.

 

 

"ჩვენ მოვუწოდებთ [ახერბაიჯანს], დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება. პირდაპირი მოლაპარაკებები ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ერთადერთი გზაა მთიანი ყარაბაღის სომხებისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად და ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს. [...] მიმდინარე თავდასხმის დაუყოვნებლივი შეწყვეტის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ მოვუწოდებთ [ევროპულ] საბჭოს, ძირეულად გადახედოს ევროკავშირის ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და განიხილოს სანქციების დაწესება აზერბაიჯანში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

"ჩვენ ვწუხვართ, რომ ბაქოს თავდასხმა სერიოზულად ძირს უთხრის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მოვუწოდებთ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მიიღოს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო მოწოდებები უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების განახლების შესახებ", - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner