logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: აშშ ღრმად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებით და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები
- +

19 სექტემბერი. 2023. 22:48

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებით და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები.

 

 

"ეს ქმედებები აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. როგორც ადრე ავუხსენით აზერბაიჯანს, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის ძალისხმევას. ჩვენ მოვუწოდებთ [აზერბაიჯანს], დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დიალოგი დაიწყოს ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის", - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner