პრიგოჟინს ჰკითხეთ, ასრულებს თუ არა პუტინი დანაპირებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ვიცი, რომ რაღაც ბუნდოვან გარიგებებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჰკითხეთ პრიგოჟინს, ასრულებს თუ არა პუტინი დანაპირებს", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა გაერთიანდეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად.
"უნდა შევაჩეროთ [რუსეთი]. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთიანად აგრესორის დასამარცხებლად და მთელი ჩვენი შესაძლებლობები და ენერგია ამ გამოწვევების გადაჭრაზე გავამახვილოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
"მაშინ, როდესაც რუსეთი უბიძგებს მსოფლიოს საბოლოო ომამდე, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს თავდასხმა რომელიმე ერზე", - დასძინა მან.