"ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სანქციათა რეჟიმების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასების საგანია," - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა.
„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს მოქალაქეა სანქცირებული, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ ან საგამოძიებო უწყებამ. ყოველ შემთხვევაში სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი“, - აცხადებს ანგურიძე.