logo_geo
eng_logo
„თავისუფალი დემოკრატები“ მმართველ გუნდს მოქალაქეებისთვის უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობენ
- +

11 მარტი. 2016. 12:17


„თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს მოქალაქეებისთვის უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობენ.


მათ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს საგადასახადო კოდექში ცვლილებების პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც პროექტის ავტორმა დავით ონოფრიშვილმა დღეს განმარტებები გააკეთა.


მისი თქმით, კანონპროქტის ამოქმედების შედეგად, ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცემა, მის მიერ ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს.



ეს შესაძლებელი გახდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათების დაწესების მეშვეობით. ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება (მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული თანხა ფიზიკური პირისთვის შემოსავალს წარმოადგენს, რაც გადასახადით დაბეგვრას ექვემდებარება). არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით, ბანკები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს. კანონპროექტით, სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირება ხდება და კომერციულ ბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ.

მოსახლეობას სესხების გასტუმრებაში პრობლემები 2008 წლის ომმა, ფინანსურმა კრიზისმა შეუქმნა და არც შემდგომი წლები იყო ამ თვალსაზრისით მარტივი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ძალიან ბევრ ქვეყნებში ეხმაურებიან. არსებობს სხვადასხვა სახის სახელმწიფოებრივი ჩარევის, რეგულაციების მაგალითები, რათა საკუთარი მოსახლეობა მდგომარეობიდან გამოიყვანონ", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner