შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში წერს.
„ისე, ზოგიერთი „დიდი მოაზროვნე" სანამ უსაფუძვლო კრიტიკის ქარ-ცეცხლს დააყენებს და თავის ტენდენციურ მისწრაფებებს ასე მკაფიოდ დააფიქსირებს, შს მინისტრის სიტყვას გულდასმით რომ გაეცნოს, არა? ასე პირდაპირ თეთრზე შავის მტკიცება, ყველაზე ცოტა,უხერხულია... ზოგიერთისგან არ მიკვირს.
ეს მათი პირდაპირი დავალებაა და პირნათლად ასრულებენ, ვაფასებ ერთგულ ადამიანებს, მაგრამ ვითომ დამოუკიდებელი და ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე, ე.წ. აზრის ლიდერებისგან გულწრფელად გამიკვირდა...
ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი ისაა, რომ ან ბოლომდე არ ჩაიკითხეს ან უბრალოდ, ვერ მიხვდნენ. მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ეს უფრო სასურველის შესაძლებლად წარმოდგენის და ამ უკანასკნელის საზოგადოებისთვის თავზე მოხვევის მცდელობაა.
მინისტრი მარტო პოლიციას იცავსო.
განვმარტავ: მინისტრის გამოსვლის არსი სწორედ ის იყო, რომ პოლიცია ზრუნავს ადამიანების უსაფრთხოებაზე, აგრძელებს ბრძოლას კრიმინალის წინაააღმდეგ და ამ ფონზე, პოლიციის, როგორც ინსტიტუტის უსაფუძვლო დაკნინება, მისი დიკრედიტაციის ყოველი მცდელობა საფრთხეს უქმნის თავად ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას და რომ სახელმწიფოს ძლიერებისა და უსაფრთხოების ფუნდამენტის შერყევის უფლებას არავის მისცემს...
რა ვიცი, ახლა ვრცელ ანალიზს ნუ დამაწერინებთ, უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ მავანთა ინტელექტზე... მოკლედ, თუ არ გჯერათ, გაეცანით." - წერს პერტაია.