logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა რომან გოცირიძის განცხადებაზე: ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმციას ფეხქვეშ თელავენ
- +

20 სექტემბერი. 2023. 01:00

 

 

ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ. ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ“- წერს  ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელიც ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას სანქცირებას და იმპიჩმენტს ითხოვს.

 

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ.

 

ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა საკუთარ მოქალაქეს ისე გაიმეტებენ თვალსაც არ დაახამხამებენ.

 

ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუცია, უბრალო ფარატინა ქაღალდი ჰგონიათ.

 

ამ ადამიანებს როგორ უნდა ანდო ხელისუფლება, როცა კონსტიტუციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს უდანაშაულობის პრეზუმციას ფეხქვეშ თელავენ.

 

ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია არასახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა, მხოლოდ შურისძიება და სიბოროტე, აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, ამიტომ არის რომ ამდენ ხანს ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერც მომავალში მიაღწევენ.

 

ბატონმა რომანმა ისიც არ იცის, როცა საქმე ეხება გადაწყვეტილების მიღებას და როცა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის ეროვნულის შიდა რეგულაცია და კონსტიტუციის პრინციპი, უპირატესობა ენიჭება  საქართველოს კონსტიტუციას“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner