logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან
- +

20 სექტემბერი. 2023. 10:37

 

 

19 სექტემბერს, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან, შირლი აიორკორ ბოჩვეისთან.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და განას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. მინისტრების შეფასებით, აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნების შემდგომ დაახლოებაში.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სეიშელის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს-სილვესტრე რადეგონდეს. მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი და გამოხატეს მზაობა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

 

პალაუს საგარეო საქმეთა მინისტრთან გუსტავ ნ. აინტაროსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სურვილი. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner