logo_geo
eng_logo
კახა კალაძის განცხადებით, 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში, სამზარეულოს ბლოკებსა და სანიტარიულ ჰიგიენურ წერტილებში სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა
- +

20 სექტემბერი. 2023. 11:30

 

 

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში საჯარო საბავშვო ბაღებში განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა.

 

კახა კალაძის თქმით, საჯარო საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა.

 

როგორც მოგეხსენებათ, აღსაზრდელთა უსაფრთხოება, მათი მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის. ყველა საბავშვო ბაღში გვაქვს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი, შესაბამისი კალორაჟის, ჯანსაღი, უფასო კვება. ამ კუთხით, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე.

 

ზაფხულის არდადეგების პერიოდში 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში სამზარეულოს ბლოკებსა და სანიტარიულ ჰიგიენურ წერტილებში ჩავატარეთ სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები;

 

აღვჭურვეთ საბავშვო ბაღები თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკით და ინვენტარით;

 

განხორციელდა პერსონალის გადამზადება და სერტიფიცირება;

 

თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღში დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა ჰასპი (HACCP).

 

ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ, გადავდივართ უსაფრთხოების უფრო მაღალ, საერთაშორისო სტანდარტებზე. HACCP-ჰასპი გახლავთ საფრთხის ანალიზის და კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა, რომელიც საიმედოდ იცავს კვების უსაფრთხოებას საკვების მომზადებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური საფრთხეებისგან, მათი წარმოქმნის პრევენციას და აღმოფხვრას საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციების შესაბამისად. სისტემას აღიარებს როგორც აშშ და ევროკავშირი, ასევე ჩვენი შიდა, ეროვნული კანონმდებლობა. პროექტის განხორციელებისთვის ჩატარებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 5 მლნ ლარზე მეტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კალაძის განცხადებით, ამასთან ერთად, ვაგრძელებთ ახალი ბაღების მშენებლობას, ახალი სასწავლო წლისთვის 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და გაიხსნა:

 

N130 საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში

 

N125 საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში

 

N108 საბავშვო ბაღი კრწანისის რაიონში.

 

გარდა ამისა, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეს ბაღებიც ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში.

 

ახალი ბაღების მშენებლობა ემსახურება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ამ მიმართულებით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner