logo_geo
eng_logo
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2023. 13:14

 

 

სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების პოლიტიკა და შედეგები, დაცული ტერიტორიების მართვის სისტემა და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. დავით იოსებაშვილმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი და ეკოტურისტული მიმართულებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

 

მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გამიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა წალკის კანიონი დაათვალიერეს. ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება არსებულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე გამახვილდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner