logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: კარგი იქნებოდა ეს ადრეც ყოფილიყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ახლა მიიღო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა
- +

20 სექტემბერი. 2023. 13:23

 

 

ეროვნული ბანკის ბრძანება შეესაბამება კონსტიტუციას,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა სებ-ის გადაწყვეტილებაზე სანქცირების ნორმის შეცვლასთან დაკავშირებით.

 

ეროვნული ბანკის ბრძანება შეესაბამება კონსტიტუციას. ნებისმიერი საერთაშორისო სანქცია მოქმედებს საქართველოში, მაგრამ თუ ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ნებისმიერ ქვეყანაში ასეა, რომ კონსტიტუცია ნებისმიერ საერთაშორისო ნორმაზე მაღლა დგას. კარგი იქნებოდა ეს ადრეც ყოფილიყო, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ახლა მიიღო კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა. კონსტიტუცია იცავს საქართველოს მოქალაქეს, მის სიცოცხლეს ჯანმრთელობას, საკუთრებას. შესაბამისად, საკუთრება დაცული უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა საერთაშორისო ნორმა მოქმედებს. ერთადერთი გამონაკლისი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ საქართველოს მოქალაქეს, ამა თუ იმ ფორმით საკუთრებაზე წვდომა შეეზღუდება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner