logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრემიერს, კახა კალაძესა და სხვებს, არცერთს არაფერი აქვთ დასამალი, რადგან არც ერთი თეთრი ბიუჯეტის ფული არ დაუხარჯავთ იმ ფრენებზე, რომელიც განხორციელდა, სააკაშვილისგან განსხვავებით
- +

20 სექტემბერი. 2023. 13:58

 

 

პრემიერს, კახა კალაძესა და სხვებს, არცერთს არაფერი აქვთ დასამალი, რადგან არც ერთი თეთრი ბიუჯეტის ფული არ დაუხარჯავთ იმ ფრენებზე, რომელიც განხორციელდა, განსხვავებით სააკაშვილისგან. სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ სააკაშვილის ჯიბე იყო“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს სააკაშვილის მიერ გახარჯულ საბიუჯეტო სახსრებზე საუბრისას განუცხადა.

 

როდესაც საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავ ბიუჯეტის ფულს და თან მილიონებზეა საუბარი და შეგახსენებთ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, პიჯაკების საქმეზე უამრავი თემაა, სადაც იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი კეთილდღეობის მილიონებით თანხებს ხარჯავდა - შვილების განათლებისთვის, თვითმფრინავით რომ ეფრინა. ბიუჯეტის ხარჯით კოლუმბიაში ჩავიდა, ესკობარის საფლავის მოსალოცად. უბრალოდ საოცრებაა, რასაც აკეთებდა ბიუჯეტის ხარჯზე. სასაცილოა, მაგრამ მართლაც გააკეთა ეს ესკობარის საფლავზე ჩავიდა ბიუჯეტის ხარჯზე. ხომ საოცრებაა, ახლა რომ ეს ვინმემ გააკეთოს! სააკაშვილს დამალული ჰქონდა ეს ხარჯები, გრიფი ჰქონდა დადებული.

 

რაც შეეხება პრემიერს, კახა კალაძესა და სხვებს, არცერთ მათგანს არაფერი აქვთ დასამალი, რადგან არცერთი თეთრი ბიუჯეტის ფული არ დაუხარჯავთ იმ ფრენებზე, რომელიც განხორციელდა, განსხვავებით სააკაშვილისგან. სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ სააკაშვილის ჯიბე იყო - ეს იყო მისი დამოკიდებულება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner