logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ისინი არღვევდნენ უხეშად და სისტემურად ადამიანის უფლებებს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და უნდათ, რომ იგივე წესი დაამკვიდრონ დღეს, უკვე ოპოზიციიდან. ამის საშუალებას ვერ მივცემთ
- +

20 სექტემბერი. 2023. 14:01

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე მიიღო.

 

ეს [ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება] ხომ სახელმწიფოს საქმე არ არის, ეს არის შესაბამისი პირის საქმე. სახელმწიფოს საქმეა თავად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქის ინტერესები იყოს დაცული. რაც შეეხება კონსტიტუციურობას, ესეც არის ისეთივე მარტივი კაზუსი, როგორიც იყო იმპიჩმენტთან დაკავშირებით, უმარტივესი კაზუსია. მთავარი, რაც აღელვებს მუდმივად რადიკალურ ოპოზიციას, არის ის, რომ როგორმე უნდათ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. არ შეიძლება სახელმწიფოს გაყვანა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების სფეროში. ჩვენ ხომ ვიცით ეს რა პოლიტიკური ძალაა. ისინი არღვევდნენ უხეშად და სისტემურად ადამიანის უფლებებს, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და უნდათ, რომ იგივე წესი დაამკვიდრონ დღეს, უკვე ოპოზიციიდან. ამის საშუალებას, რა თქმა უნდა ჩვენ ვერ მივცემთ. ეს არის სახელმწიფო, რომელიც უფრთხილდება საკუთარ კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს და იცავს განუხრელად ადამიანის ძირითად უფლებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner