„ვამხილოთ, რაშია საქმე: ისინი ზუსტად და აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ იმას, რაც მათ დაავალეს - არც ხაბეიშვილს, არც ვაშაძეს არავინ ეკითხება, რას იტყვიან, მათ ავალებენ: დღეს დაევალათ, რომ სიტუაცია აადუღონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ისინი დილიდან ცდილობენ სიტუაციის არევას და ზუსტად იციან, რომ ამ მტრულ და მავნებლურ გეგმაში არავინ შეჰყვება. ახლა იგონებენ მესიჯს, რომელიც ყველას გააბრაზებს. მოიგონეს, რომ ყველას შეეხება, ვისაც ბანკში კრედიტი ან ანგარიშები აქვს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“, - აღნიშნა მდინარაძემ.