logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ხალხის დღის წესრიგი არ იცვლება, არის დაპირისპირება და პროვოკაცია
- +

20 სექტემბერი. 2023. 16:14

 

 

ვაშაძის და მათი რადიკალური პროცესები ზუსტად იმის მაგალითია, რაზეც ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურმა და რის შესახებაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ წერილი გავავრცელეთ“, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა.

 

უნდა შევახსენო საზოგადოებას ჩვენი წერილი და უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი, როდესაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს არის თურმე, ბოდვა. აი, დღევანდელი სურათი. ბოდვა კი არა, ეს არის რეალობა.

 

ამ ხალხის დღის წესრიგი არ იცვლება, არის დაპირისპირება და პროვოკაცია. რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს ტერიტორიები, რუსეთის ფედერაციას გადასცეს სტრატეგიული ობიექტები, ინვესტიციებს ადებინებდნენ, მათი ბელადი ჭიქით ხელში და ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ჩვენთან მობრძანდითო და ახლა, აქეთ აქვთ პრეტენზიები.

 

ვაშაძის და მათი რადიკალური პროცესები ზუსტად იმის მაგალითია, რაზეც ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურმა და რის შესახებაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ წერილი გავავრცელეთ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner