გამოცემა S&P Global რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაწესებულ სანქციებზე უახლეს მასალას აქვეყნებს, სადაც 2022 წლის თებერვლის შემდეგ სხვადასხვა სანქციის შესახებ მთელი ანატომიაა განხილული. სანქციების შინაარსის მიუხედავად ქვეყნები ეს იქნება აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირი საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი შესწავლის შემდგომ იღებდნენ, რომლებიც ნაკარნახევი იყო საკუთარი კანონმდებლობებიდან გამომდინარე.
ამ ფაქტების დასადასტურებლად სტატიაში მოყვანილია მინიმუმ რამდენიმე ქეისი, რომლებიც ცნობილ პიროვნებებს უკავშირდებოდა. კერძოდ, მიხეილ ფრიდმანთან მიმართებაში აშშ-ის მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება, როცა ის დიდი ხნით ადრე ჰყავდა დაასანქცირებული ევროკავშირს. ასევეა, ვლადიმირ პოტანინთან მიმართებაში დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რომელმაც მიუხედავად აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული სანქციებისა მხოლოდ მოგვიანებით დაასანქცირა პოტანინი.
ასევეა, ნაბულინასთან მიმართებაში კანადის მაგალითი, რომელმაც ასევე მოგვიანებით მიიღო დასანქცირების გადაწყვეტილება. ასევე საინტერესოა, რომ იყო გარკვეული ფაქტორების გამო სანქცირებული პირის სანქციების სიიდან ამოღების შემთხვევებიც მაგალითად, ოლეგ ტინკოვის ქეისი დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში.
აღნიშნულის პარალელურად, სტატიაში დეტალურადაა გაანალიზებული უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის მთავრობის, რუსული კომპანიების და რუსი ფიზიკური პირების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერჩეული სია, თარიღებითა და მთავრობების მიხედვით. ეს ვადები განახლდება ახალი სანქციების გამოცხადებისთანავე.