logo_geo
eng_logo
„უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“ - ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის საბჭოს დატოვებას არ აპირებს
- +

20 სექტემბერი. 2023. 16:22

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინსტიტუციის ქმედუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.

 

ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია... ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით... უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, - განაცხადა მიქაბაძემ.

 

მისი განმარტებით, სანქცირების წესში ცვლილებების შეტანის მიღებული გადაწყვეტილება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა.საბჭოს უფლებამოსილებაში ეს არც შედის და კომუნიკაცია ჩემთან პირადად არ ყოფილა“, - აღნიშნა მიქაბემ.

 

ხოლო კითხვაზე - ეთანხმება თუ არა თავად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, პასუხის გაცემისგან ეკატერინე მიქაბაძემ თავი შეიკავა.

 

სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ. BM.GE-მ სებ-ის საბჭოს სხვა წევრების პოზიციებიც მოისმინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს. ნიკოლოზ გაგუამ კი თქვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner