logo_geo
eng_logo
ეკატერინე გალდავა სებ-ის საბჭოს წევრობის დატოვებას არ აპირებს
- +

20 სექტემბერი. 2023. 16:23

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს.

 

აღნიშნული bm.ge-ის თავად გალდავამ განუცხადა.

 

ამ ეტაპზე არ ვაპირებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მანდატზე უარის თქმას. მიმაჩნია, რომ ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნება“, - ამბობს გალდავა.

 

რაც შეეხება ნათია თურნავას მიერ გამოცემული ბრძანების შეფასებას და ასევე, ორი ვიცე-პრეზიდენტის - პაპუნა ლეჟავას და არჩილ მესტვირიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას, ეკატერინე გალდავა ამ გადაწყვეტილებების შეფასებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner