logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძე: კოლექტიურ „ნაცებს“ ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ
- +

20 სექტემბერი. 2023. 16:28

 

 

კოლექტიურ „ნაცებს“ ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე Facebook-ზე წერს.

 

დღეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა. მტკიცებულებებს ითხოვდნენ არეულობას სად ვაპირებთო და თვითონვე აღიარეს. კოლექტიურმა „ნაცებმა“ რუსები იძახეთ თქვენს პარტიებში და ერთმანეთს დაუძახეთ ხოლმე.

 

ვისაც არ ახსოვს საქართველოს რა დამართეს, ამით გაახსენებთ.

 

ამ ხალხს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ. რა გეგმებსაც აჟღერებენ, არავინ აპირებს რომ გავუტაროთ. სახელმწიფო და საზოგადოება იდგება ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე!“ - წერს ჩაკვეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner