„სხვადასხვა წყაროების თანახმად, აშშ-ს ექსტერიტორიული სანქციების აღსრულების მექანიზმი მათ შორის ევროკავშირში, განსხვავებულია და არ გულისხმობს მათ ავტომატურ აღსრულებას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს სანქციებთან მიმართებით, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესები დაიცვას.
„სხვადასხვა წყაროების თანახმად, აშშ-ს ექსტერიტორიული სანქციების აღსრულების მექანიზმი მათ შორის ევროკავშირში, განსხვავებულია და არ გულისხმობს მათ ავტომატურ აღსრულებას.
ასე მაგალითად, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებამ უფლება მისცა იურიდიულ პირებს ევროკავშირში არ გაეთვალისწინებინათ აშშ-ს ცალკეული სანქციები კუბისა და ირანის წინააღმდეგ.
2023 წლის დასაწყისში ჩეხეთმა მიიღო სანქციების ახალი აქტი, რომელიც ახორციელებს ჩეხეთის ეროვნულ ან ევროკავშირის სანქციების სიაში სუბიექტების შეყვანის პროცესს. როგორც ვხედავთ, ყველა ქვეყანა ცდილობს ამ სასანქციო ბუმის პერიოდში დაიცვას საკუთარი სუვერენული ინტერესები. ევროკავშირში ჯერ კიდევ დებატები მიდის თუ როგორ უპასუხონ აშშ-ს ექსტერიტორიალურ სანქციებს.
კომპანია Baker McKenzie-ზე განთავსებული ბლოგიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეროვნული სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება სანქციების კრიმინალიზაციის კუთხით.
მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ამოსავალი წერტილი ერთია. სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია და მისი განუხრელი დაცვა და მეორეზე, მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციები კონკრეტულ პირზე. სწორედ ამიტომ ითხოვს ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნისგან მტკიცებულებებს, რომ მოქმედების მეტი თავისუფლება ჰქონდეს. თუმცა, ყველა კარგად ვხედავთ, თუ რას ემსახურებოდა ეს დასანქცირება.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.