logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პროცედურულად, როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას
- +

20 სექტემბერი. 2023. 17:43

 

 

პროცედურულად, როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

როდესაც გამჟღავნდება, რომ ერთი ადამიანი არის ერთდროულად ჩვენი და სხვა ქვეყნის მოქალაქე, იუსტიციის სამინისტრო იწყებს შესაბამის მოკვლევას, მიმართავს ამ პირს, რომელ მოქალაქეობას თმობს, ერთ-ერთი უნდა დათმობს, თუ ასე არ გააკეთა ამ შემთხვევაში მას უნდა ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს საკითხი“,- აღნიშნა მდინარაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდება,

 

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner