logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია
- +

ავტორი ანა ფერაძე

8 სექტემბერი. 2016. 11:06



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ „რეპორტიორთან"  NATO- ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია და მყარი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ.



„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან მჭიდრო, მყარი მხარდაჭერის დადასტურება საქართველოს მიმართ.

 

საქართველოს ევროატლანტიკურ  სივრცეში ინტეგრაციის მხარდაჭერა და იმ ფართო თანამშრომლობის კიდევ ერთი გამოხატულება, რაც არის საქართველოსა და NATO- ს შორის იმ არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც შევიმუშავეთ ვარშავის სამიტზე და რომლის განხორციელებაც არის ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის ერთ-ერთი შემადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა.

 

განსაკუთრებით არჩევნების წინ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის სწორ კურსს დემოკრატიის, კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, და ნდობას საქართველოს ხელისუფლებისადმი", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner