logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მეც განვმარტავ ერთ კონსტიტუციას და იგივე კონსტიტუციას განმარტავს ეროვნული ბანკიც, რა თქმა უნდა, ჩანაწერი ერთნაირი იქნება
- +

20 სექტემბერი. 2023. 18:04

 

 

“მე და ეროვნულ ბანკს ორი კონსტიტუცია ვერ გვექნება. აქედან გამომდინარე, მეც განვმარტავ ერთ კონსტიტუციას და იგივე კონსტიტუციას განმარტავს ეროვნული ბანკიც, რა თქმა უნდა, ჩანაწერი ერთნაირი იქნება“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.

 

კობახიძისთვის უცნობია, გაითვალისწინა თუ არა თურნავამ მისი საჯაროდ გაკეთებული განცხადება კონსტიტუციურ ჩანაწერთან დაკავშირებით.

 

შესაძლოა, გაითვალისწინა ჩემი საჯარო განცხადება, ეს მე არ ვიცი. კონსტიტუცია არის ერთი და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა განმარტოს ერთი კონსტიტუცია“, - დასძინა კობახიძემ.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული პირის დასაცავად.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner