logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სულსწრაფობა გამოავლინა, ვურჩევდი, საკუთარი დოსიეც გამოითხოვოს, რომლის მიხედვითაც, მისი მეტსახელი იყო „სტრიკაზა“
- +

20 სექტემბერი. 2023. 18:06

 

 

“სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სულსწრაფობა გამოავლინა, ვურჩევდი, საკუთარი დოსიეც გამოითხოვოს, რომლის მიხედვითაც, მისი მეტსახელი იყო „სტრიკაზა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს. ხშირად გვიან ხდება ასეთი ფაქტების გამოვლენა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი საქართველოში ათიათასობით ადამიანია - კანონს ეწინააღმდეგება და ეს ფაქტი გამოვლენილი არ არის. რაც შეეხება პროცედურას, ეს შესაბამისი უწყების საქმეა.

 

ამ საკითხის შესწავლა ხდება. საკითხი მას შემდეგ გადადის პრეზიდენტთან, როგორც კი კანონის წინააღმდეგ მოქალაქეობის მიღება გამოვლინდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის სულსწრაფობას, ვურჩევდი, საკუთარი დოსიეც გამოითხოვოს, რომლის მიხედვითაც, როგორც ოპოზიცია ამბობდა, იმ დოსიეში მისი მეტსახელი იყო „სტრიკაზა“. სალომე ზურაბიშვილმა მის მიერ დაწერილ განცხადებაში სულსწრაფობა გამოავლინა. ამას გაარკვევს იუსტიციის სამინისტრო, თუ ფარცხალაძე იტყვის, რომ მას ურჩევნია რუსეთის მოქალაქეობა, ეროვნული ბანკის რეგულაცია მასზე აღარ გავრცელდება. ხდება იუსტიციის სამინისტროში დაბარება, შეთავაზება, რომელი ქვეყნის მოქალაქეობას ირჩევს, პროცედურა სჭირდება. პროცედურა ალბათ დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას ელოდება,

 

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner