logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ვაშაძეზე: ადეიშვილის მოადგილე რუსს რომ გეძახის და პასუხი არ გასცე რთულია, მაგრამ ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ
- +

20 სექტემბერი. 2023. 18:21

 

 

ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. ადეიშვილის მოადგილე რომ რუსს გეძახის და პასუხი არ გასცე, რთულია, მაგრამ ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

 

ვაშაძე არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წარმომადგენელი იმ სისხლიანი რეჟიმის, რომელიც საქართველოში მოქმედებდა - ადეიშვილის მოადგილე იყო, სისხლიანი მინისტრის მოადგილე. რომ მოდის და ჩვენ მიმართ რაღაც სიტყვებს იძახის, არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. ძალიან ცუდი და სამწუხაროა, ვიცი, რომ გაილახა, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი თვეების განმავლობაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ, ასეთი პროცესები წავიდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner