პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.
„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს.
მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს , რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?!
უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი“, - წერს წილოსანი Facebook-ზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა, ეროვნული ბანკის საბჭოს კი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების გაუქმება ურჩია.