logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: წელს სპორტის ბიუჯეტის ზრდის შედეგად სამინისტრომ სხვადასხვა ეროვნული ფედერაციისთვის 3,4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სპორტული ინვენტარი შეიძინა
- +

20 სექტემბერი. 2023. 20:00

"2023 წელს სპორტის ბიუჯეტის ზრდის შედეგად სამინისტრომ სხვადასხვა ეროვნული ფედერაციისთვის შეიძინა მათთვის საჭირო 3,4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სპორტული ინვენტარი," - ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მან დეტალურად განმარტა რა ინვენტარზეა საუბარი.

 

 

საქართველოს რაგბის კავშირისათვის შეძენილია „შევარდენის“ სანაკრებო ბაზისათვის, ასევე, თბილისის ორი სარაგბო მოედნის აღჭურვისათვის საჭირო 1 267 126 ლარის ღირებულების სავარჯიშო ინვენტარი.

 

 

- სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისთვის შეძენილია 10 ცალი მექანიკური და ხუთი ცალი ელექტრონული სროლის სპეციალური დანადგარი და სხვა საჭირო აღჭურვილობა, რომლის ჯამური ღირებულებაა 424 640 ლარი.

 

 

- ყინულის ჰოკეის ფედერაციისთვის შეძენილია მოთამაშეთა სრული სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირება, რომლის ღირებულებაც არის 229 901 ლარი.

 

 

- მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციისათვის შეძენილია 123 623 ლარის ღირებულების სპორტული აღჭურვილობა და ინვენტარი.

 

 

- მოფარიკავეებისათვის შეძენილია სრული აღჭურვილობა, რომლის ჯამური ღირებულებაა 104 112 ლარი.

 

 

- პირველად ქართული აფროსნობის ფედერაციის ისტორიაში სამინისტრომ აფროსნებისათვის შეიძინა ხუთი ცალი ოლიმპიური, ე. წ. ლაზერის კლასის ნავი, რისთვისაც გამოიყო 96 000 ლარი.

 

 

- კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციისთვის შეძენილია ხუთი ერთეული აკადემიური ნიჩბოსნობის ნავი და ხუთი ერთეული აკადემიური ნიჩბოსნობის სპეციალური სავარჯიშო მოწყობილობა, რისთვისაც დაიხარჯა 68 635 ლარი.

 

 

- საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციისთვის შეძენილია ყველაზე თანამედროვე „ვალდის“ სპეციალური აპარატურა, რომელიც საშუალებას მისცემს სპორტის მედიცინის წარმომადგენლებს, წინასწარ და კარიერის განმავლობაში უწყვეტად შეაფასონ სპორტსმენთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ფიზიკური მომზადება და დაგეგმონ შესაბამისი სავარჯიშო გრაფიკი. ასევე, ეს აპარატურა დაეხმარება მშობლებს, შეამოწმონ მოზარდის ფიზიკური მონაცემები და თავიდან ააცილონ მას მძიმე ტრავმები, რაც სპორტის სახეობის არასწორად შერჩევას შეიძლება მოჰყვეს.

 

 

- ტაეკვონდოს ფედერაციისთვის შეძენილია 150 000 ლარი ღირებულების ეკიპირება (ჟილეტები, სენსორები, ჩაფხუტები, სულ - 50 კომპლექტი), რომელიც ჩვენს სპორტსმენებს მანამდე არ ჰქონდათ.

 

 

- სხვადასხვა სპორტული ფედერაციისთვის შეძენილია 1 119 638 ლარი ღირებულების სპორტული ინვენტარი (მშვილდები, საცოცი კედლის მოწყობილობები, საშეჯიბრო ციგები, შშმ სპორტსმენებისთვის აუცილებელი სხვადასხვა აღჭურვილობა)“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner