logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე სპორტის სახეობების განვითარებისათვის არის აუცილებელი, ჩვენ შევძელით და გავააქტიურეთ მუშაობა ამ მიმართულებით
- +

20 სექტემბერი. 2023. 20:02

"2022 წელთან შედარებით, 2023 წელს არ გაზრდილა სპორტის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი (19 000 000 ლარი). მიუხედავად იმისა, რომ მოცემული სახსრები ბევრად ნაკლებია, ვიდრე სპორტის სახეობების განვითარებისათვის არის აუცილებელი, ჩვენ შევძელით და გავააქტიურეთ მუშაობა სპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით," - ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

 

2022 წელთან შედარებით, 2023 წელს არ გაზრდილა სპორტის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი (19 000 000 ლარი). მიუხედავად იმისა, რომ მოცემული სახსრები ბევრად ნაკლებია, ვიდრე სპორტის სახეობების განვითარებისათვის არის აუცილებელი, ჩვენ შევძელით და გავააქტიურეთ მუშაობა სპორტის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით.

 

 

კერძოდ:


- დაიწყო თბილისში, გლდანში მდებარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის რეაბილიტაცია. ცენტრის კომპლექსი ეტაპობრივად უნდა განახლდეს. მოცემული მომენტისათვის, დასრულებულია სპორტსმენთა საერთო საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 2 100 000 ლარს; დასრულდა ძიუდოს დარბაზის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულებაა 2 700 000 ლარი; დასრულდა ახალი მრავალპროფილური 2-სართულიანი სპორტული დარბაზის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი, რომლის ღირებულება შეადგენს 2 575 000 ლარს;

 

 

- თბილისში, დიღომში, ოლიმპიური ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშვილდოსნობის ბაზის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება. სამინისტროს მიერ მშვილდოსნობის ბაზის ასაშენებლად 127 654 ლარი იქნა გამოყოფილი;

 

 

- ლენტეხის მუნიციპალიტეტში, აილამას ალპინისტური ბანაკის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულია ტენდერი, რომლის ღირებულებაც 3 422 950 ლარს შეადგენს. სატენდერო პროცედურები მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დასრულდეს;

 

 

- მალთაყვაში (ფოთის მუნიციპალიტეტი), სპორტის სამინისტრომ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების კანოესა და ნიჩბოსნობის ბაზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 6 628 698 ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც, ტენდერის გზით შეირჩა კომპანია. მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს;

 

 

- გურჯაანში დაგეგმილია ცხენოსნობის ბაზის მშენებლობა, რისთვისაც ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. პროექტირების შესახებ ხელშეკრულების ღირებულებაა 365 400 ლარი;

 


- საანგარიშო პერიოდში, სპორტის სამინისტროს გადმოეცა ველოტრეკი თბილისში, დიღომში, რომელსაც მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის ღირებულება 935 250 ლარია;

 

 

- თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სპორტის სამინისტრო აწარმოებს ტანვარჯიშის არენის პროექტირების სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 387 150 ლარია;

 

 

- ჩოხატაურში დაგეგმილია ძველი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია და გაფართოება, რისთვისაც სპორტის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ახლახან გადმოსცა შესაბამისი მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ტექნიკური დავალების მომზადების ფაზა დასრულდა; ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი პროექტირებაზე, რომლის ღირებულებაც 1 444 320 ლარია.

 

 

- 2023 წელს, ფონდმა „ქართუმ“ მის მიერ აგებული 11 სარაგბო ბაზა საქართველოს რაგბის კავშირს უსასყიდლოდ გადასცა. მოცემული ბაზები აშენდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი სახსრებით, მათი შენახვა და მოვლა-პატრონობა მრავალი წლის მანძილზე ასევე ფონდი „ქართუს“ მიერ ფინანსდებოდა. ჯამურად, ფონდმა „ქართუმ“ საქართველოში 14 სარაგბო ბაზა (ჯამში - 28 მოედანი), 2 რაგბის აკადემია და 5 სარაგბო სასტუმრო მოაწყო, რომლის მშენებლობაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი ლარია.

 

 

- რამდენიმე წლის წინ, სპორტის მუზეუმმა, მისი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან გაერთიანების შედეგად, დაკარგა თავისი კუთვნილი ფართი ისე, რომ ახალი სამუზეუმო-საგამოფენო სივრცე მისთვის შეთავაზებული არ ყოფილა. 2021 წელს, სამინისტრომ სპორტის მუზეუმს გადასცა დიღომში, ოლიმპიური აუზის შენობაში 900 კვ.მ. სივრცე, რომელიც საკმარისია თანამედროვე სტანდარტის ფონდსაცავების, საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეების მოსაწყობად და საგანმანათლებლო-გასართობი პროექტების განსახორციელებლად. 2022 წელს, კულტურის ბიუჯეტიდან დაფინანსდა სპორტის მუზეუმის პროექტირების სამუშაოები. თუმცა, სახსრების უკმარისობის გამო, 2022 წელსა და 2023 წლის დასაწყისში ვერ მოხერხდა ტენდერის გამოცხადება სივრცის რეკონსტრუქციის სამუშაოების დასაწყებად. ტენდერის გამოცხადება მხოლოდ მიმდინარე წლის ზაფხულში გახდა შესაძლებელი (ღირებულება 2 116 000 ლარი).

 

 

ამჟამად, მიმდინარეობს ტენდერის შედეგების განხილვა კანონით დადგენილი წესით. სპორტის მუზეუმის რეკონსტრუქცია კულტურის ბიუჯეტიდან დაფინანსდება“, - აცხადებს მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner