logo_geo
eng_logo
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ქალაქ ვერიის მერს, კონსტანტინოს ვორიაზიდს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2023. 20:04

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვერიის მერს, კონსტანტინოს ვორიაზიდს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქართულ-ბერძნული მეგობრობის მნიშვნელობასა და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამასთანავე, მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ პროექტმა „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს და აქცენტი მომავალ თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების ორგანიზებაზე გაკეთდეს.

 

 

გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო, ქალაქ ვერიის მერს კონსტანტინოს ვორიაზიდს მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენი დევნილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რომ საბერძნეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მივესალმებით ქართულ და ბერძნულ მხარეებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვა ეტაპზე გადაყვანას. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული პროგრამა გახდება ყოველწლიური და ამით კიდევ უფრო მეტი დევნილი ახალგაზრდას ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

თავის მხრივ, ვერიის მერმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და ქართულ მხარეს მომავალი, საერთო ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

შეხვედრას სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე და მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი ესწრებოდნენ.

 

 

პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისათვის კულტურულ-შემეცნებითი საერთაშორისო ბანაკი“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის მიერ ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner