ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„სხვისი არ ვიცი, მე კი რატომღაც სანდრა რულოვსი რეჟისორ მილოშ ფორმანის გენიალური ფილმის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა..." ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ვამპირ მედდას მილდრედ რეტჩიდის მაგონებს, რომლსაც უნდა, მთელი საქართველო ფსიქიატრიულ კლინიკად აქციოს და ახალი ექსპერიმენტებისთვის თავის სისხლისმსმელ ქმარს „მიშა ამაოხრებელს" დაუბრუნოს... ჩვენგან, ქართველი ხალხისგან, თქვენ მხოლოდ სამი თითის კომბინაციას მიიღებთ, დეპუტატობის მანდატის ნაცვლად(!)..." - წერს ბონდო ქურდაძე.