"ამერიკის მოქალაქეებს ეამაყებათ, რომ საკუთარი ქვეყანა მაგრად იცავს, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იამაყონ, როგორ იცავს ქართული სახელმწიფო, დიახ, ამას უზრუნველვყოფთ,'' - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იარაღის ხსენება იყო საქართველოს წინააღმდეგ იმ გეგმისა და მავნებლობის დატესტვა, რაზეც ორი დღის წინ სუს-მა თქვა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გაიხსენეთ. ზუსტად ეს არის ოპოზიციის მოტივაცია - თავი ორი დღე ვერ შეიკავეს. გაიხსენეთ გუშინდელი ამბები სომხეთში, ომია უკრაინაში. ამის პარალელურად ვეღარ ითმენენ და სულსწრაფობას იჩენენ, რადგან რაც ოქტომბერ-დეკემბერში ჰქონდათ დაგეგმილი თავის თანამოაზრე პრეზიდენტთან ერთად, ამის განხორციელება ცოტა ადრე დაიწყეს, რადგან გარშემო კერები გაღვივდა და აქაც ახალი საფუძველი მიეცათ. სამწუხაროდ, ეს იყო ფარცხალაძის დასანქცირება, რაც არის მხოლოდ საბაბი იმის, რა გეგმაც ისედაც ჰქონდათ. ამ თემაზე ორი დღის იღლიცინეს, მაგრამ მესამე დღეს ამაზე საუბარი დაიწყეს. სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ იარაღის ხსენება დაიწყეს. საზოგადოებისგან ამას მწვავე რეაქცია რომ მოჰყვა, შეიძლება, ვეღარ დატესტონ აქციაზე, თუმცა მათ სიტყვები ასე არ გაურბით, მათ ასეთი წამოცდენები არ აქვთ. რეალურად, იარაღის ხსენება იყო საქართველოს წინააღმდეგ იმ გეგმისა და მავნებლობის დატესტვა, რაზეც ორი დღის წინ სუს-მა თქვა. მათ სისხლი ვერ მოიშორეს ვერც წარსულში და ვერც მომავლის გეგმებში – ეს არის „ნაცის“ და აგენტის ბუნება. ამას ქართული სახელმწიფო წინ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციისა და საკუთარი მოქალაქეების განუხრელი დაცვით დაუდგება. ამერიკის მოქალაქეებს ეამაყებათ, რომ მათ საკუთარი ქვეყანა მაგრად იცავს, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იამაყონ, როგორ იცავს ქართული სახელმწიფო. დიახ, ამას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.