„პოლიტიკოსის“ მიერ იარაღის შესაძლო გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა უდიდესი მავნებლობაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ," - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” რომ პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 21-ე საუკუნის პავლიკ მოროზოვებმა.
"პოლიტიკურ ორიენტაცია არეულ ოროსან დეპუტატებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება სამოქალაქო დაპირისპირების დრო და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს“, - წერს რატი ბრეგაძე.