logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაცეცეგ ბატმუნხს შეხვდა
- +

20 სექტემბერი. 2023. 20:19

გაერო -ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაცეცეგ ბატმუნხს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასააქტიურებლად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე და მოიწვია მონღოლეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

 

 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner