აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თავისი სუვერენიტეტი აღადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სატელევიზიო მიმართვაში ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, გამბედაობა და პროფესიონალიზმი გამოავლინეს.
"ჩვენმა სამხედროებმა გამოიჩინეს გმირობა, პროფესიონალიზმი და მოკლე დროში მიაღწიეს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს ყველა მიმართულებით.
მთლიანად განადგურდა არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და სომხეთის [მიერ ნაკისრი] ვალდებულებების მიუხედავად, ჯერ არ არის გაყვანილი", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.