სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
"პრემიერ-მინისტრმა [ნიკოლ ფაშინიანმა] სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. [მხარეებმა] განიხილეს მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება და სომხეთ-რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები", - ნათქვამია სომხეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.