უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავიანთი სიცოცხლის ფასად აკეთებენ იმას, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს კენჭისყრით.
"ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაეროს წესდების პრინციპებს", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
"ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს", - დასძინა ზელენსკიმ.