logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას
- +

20 სექტემბერი. 2023. 22:27

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, დაიცვას გაეროს წესდება და რუსეთს ვეტოს უფლება ჩამოართვას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე თავიანთი სიცოცხლის ფასად აკეთებენ იმას, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გააკეთოს კენჭისყრით.

 

 

"ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] აჩერებენ აგრესიას და იცავენ გაეროს წესდების პრინციპებს", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

 

 

"ომის შეჩერება შეუძლებელია, რადგან აგრესორი ყველა მცდელობას ვეტოს ადებს", - დასძინა ზელენსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner