"მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებს და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს.
„ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და აქ მე ვხედავ დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებს და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენ მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.