მსახიობი თემურ გვალია სანდრა რულოვსზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ართი კოჩი ქუმორთუდუ" რომ ვისწავლო კარგად და სამეგრელოს რეგიონში კენჭი ვიყარო, ასიანი მოგებული მაქვს არჩევნები... რა, სანდრაზე კარგად ვერ ვიმღერებ? თანაც გვალია ვარ გვარად...
ეჰ, სამეგრელოვ, სამეგრელოვ, როგორ მიყვარხარ და...
რა უცებ და ადვილად ექცევი ხოლმე ჰიპნოზის ქვეშ...
ოლია მათხოვარივით რომ დადის ეგ ჰოლანდიური ქათამი, გგონიათ, ოქროს კვერცხებს შემოგიგორებთ სახლებში?
ვავა, ვავა, ვავა, მარგალებო... გული მწყდება, ჩემო კარგებო, გული..." - წერს თემურ გვალია.