logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველასათვის, სანამ ისინი იცავენ კანონს და „მოლოტოვის კოქტეილებით“ არ უპირისპირდებიან პოლიციას
- +

21 სექტემბერი. 2023. 00:11

"საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და შეკრების თავისუფლება უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველასათვის, სანამ ისინი იცავენ კანონმდებლობას, „მოლოტოვის კოქტეილებით“ არ უპირისპირდებიან პოლიციას და არ ცდილობენ, შეიჭრან სახელმწიფო ინსტიტუტებში," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ წარმოდგენილები არიან ამ პოლიტიკური ძალის აქტივისტები, ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოებას, მათ შორის მათ ამომრჩეველსაც აქვს რწმუნება, რომ ამ ხელისუფლებას შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილური განვითარების კურსი. მიუხედავად დიდი მცდელობებისა, რომ შეარყიონ, ზიანი მიაყენონ, ჩვენ ვახერხებთ, გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, უზრუნველვყოთ შესაბამისი მენეჯმენტი და, რაც მთავარია, ვიყოთ პირნათელი საზოგადოებასთან და ვანახოთ მათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არის თანმიმდევრული, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე მოქმედებენ. ეს ყველაფერი მათ არ მოსწონთ. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, ისინი ცდილობენ, ამის მნიშვნელობა რაღაცნაირად დააკნინონ - მათთვის ქვეყნის წარმატება არის დიდი ტრაგედია“, - აცხადებს ჩიქოვანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner