"მინდა გავიხსენო სუსის განცხადება, რომელშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ამ რადიკალიზაციის ესკალაცია უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად სხვადასხვა საბრძოლო იარაღის გამოყენება. ფაქტი სახეზეა უკვე - გვაქვს გაცხადებული გეგმა ვაშაძის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად ჩამოაშორა „ნაცმოძრაობის“ ბუტაფორიული ლიდერი ხაბეიშვილი და თქვა, რომ ისინი არ მოერიდებიან ამ შესაძლებლობის გამოყენებას," - ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამით სუსის განცხადება დასტურდება.
„მეორე მხრივ, ვხედავთ რომ ამ წლების განმავლობაში მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების მობილიზება. ვერ დააჯერეს საზოგადოებას, იმიტომ რომ დასაჯერებელიც არაფერია - არ მიეწება ამ ხელისუფლებას რუსული ხელისუფლების იარლიყი. არ არის ეს ასე, არ იჯერებს მათ განცხადებებს საზოგადოება და ამ ფორმით ცდილობენ საზოგადოებაში გამოიწვიონ მღელვარება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.