logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადაწყვეტილებაზე: მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას
- +

21 სექტემბერი. 2023. 00:23

"ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს რაც შეეხებათ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ჩემდა სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები." - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს.

 

 

„ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და აქ მე ვხედავ დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებს და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენ მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ჩემდა სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები. მათ შორის ერთ-ერთი, არჩილ მესტვირიშვილი ძალიან კარგი პროფესიონალია, მაგრამ ორ თვეში ისედაც უმთავრდებოდა მას საბჭოში ყოფნის ვადა და აქ ცალსახად დემონსტრაციული აქტი იყო ალბათ. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საბჭოში და დარჩნენ სხვა, არანაკლებ პროფესიონალი წევრები, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამსჭვალული წევრები ამ ორგანიზაციის მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner